მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “ყველა თამაში მოსაგები გვაქვს”

ანდრეა პირლო: “ყველა თამაში მოსაგები გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კალიარისთან“ (3:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს სწორი რეაქცია ჰქონდა და დარჩენილ ყველა მატჩში მხოლოდ მოსაგებად უნდა ითამაშონ.

„თამაშის დასაწყისში კარგი მიდგომა გვქონდა, ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ სწორი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. დაუყოვნებლივ გადამწყვეტი ნიშანი მიგვეცა თამაშზე.

რონალდუმ თამაშის შემდეგ კომენტარზე უარი თქვა? ის გაბრაზებული იყო, როგორც მთელი გუნდი, მაგრამ მთავარია პასუხის მოედანზე გაცემა და მან ეს, როგორც ჩემპიონმა ჰეთ-თრიქით გააკეთა. კრანიოს ეპიზოდში გაძევებას იმსახურებდა? თამაშის კლასიკური მოქმედება იყო, რომლის დროსაც ბურთს უყურებ და ვერ ამჩნევ მეტოქეს, რომლისკენაც მიდიხარ. VAR-ი იყო, რომელმაც ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დანილო ნახევარდაცვაში? ის ჭკვიანი მოთამაშეა, რომელმაც ბევრი რამის გაკეთება იცის, ის ყოველთვის ახერხებს მოედნის ყველა ნაწილში მაღალ დონეზე თამაშს. ახლა მას ამ პოზიციაზე ვცდით, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოედნის ცენტრში თამაში შეეძლო. კულუშევსკი? მას აქვს ისეთი ხარისხი, რომ მოედნის ცენტრშიც შეძლოს თამაში და მჯერა, რომ მომავალში ნახევარდაცვის ცენტრში შეძლებს ჩვენს დახმარებას.

სკუდეტო? ჩვენ უნდა ვეცადოთ ქულების მაქსიმუმი მოვიპოვოთ და ეს ყველა თამაშის მოგებაში გამოიხატება, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ „ინტერი“ ქულებს დაკარგავს“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 55 ქულით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო მატჩს 21 მარტს, „ბენევენტოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …