მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “რონალდუ ისევ “იუვეს” მომავალია”

პარატიჩი: “რონალდუ ისევ “იუვეს” მომავალია”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „იუვენტუსის“ მომავალია.

„ინტერის“ გამარჯვება არაფერს ცვლის, თამაშიდან თამაშზე ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, სხვებზე ფიქრის გარეშე საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. ეს არის განსაკუთრებული სეზონი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის. გუნდი ზოგჯერ კარგად თამაშობს, ზოგჯერ ნაკლებად კარგად. წინ ბევრი თამაშია, იტალიის თასის ფინალი და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რონალდუ? ის ჯერ კიდევ „იუვეს“ მომავალია. მეცინება, არასდროს მიფიქრა რონალდუს განხილვაზე, ეს დადებითი თუ უარყოფითი ოპერაცია იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც 2020 წელს 41 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირია და ჩვენთან უკვე მოიგო ბევრი ტიტული. ჩვენთვის პრივილეგიაა მისი გუნდში ყოფნა.

კულუშევსკი? ის ახალგაზრდაა, 20 წლის, ვნახოთ როგორ შეიცვლება მომავალში თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …