ფაბრიციო რავანელიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ლაუტარო მარტინესი პირველ ტაიმში წითელ ბარათს იმსახურებდა.
„ლაუტარო მსაჯს უნდა გაეძევებინა. მეორე ჯარიმაზე აშკარად დააგვიანა, ყვითელი იყო. ჯერ კიდევ მიკვირს VAR-ს როგორ იყენებენ. თუ მსაჯი არ აფრთხილებს, ვიდეორეფერმა უნდა უთხრას, რომ ყვითელია. ამგვარად შედეგზე გავლენას ახდენენ მსაჯები და ერევიან შედეგებში, რომელიც სულ სხვანაირი შეიძლება იყოს“, – თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.