მთავარი / სიახლეები / სერია A / ვეტერანი მსაჯი: “ბასტონიმ ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაარღვია, პენალტი იყო და არა ჯარიმა”

ვეტერანი მსაჯი: “ბასტონიმ ზაკარიაზე წესი საჯარიმოში დაარღვია, პენალტი იყო და არა ჯარიმა”

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩში მთავარი არბიტრის მასიმილიანო ირატის მუშაობა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ტაიმის დასაწყისში დენის ზაკარიაზე ალესანდრო ბასტონიმ თამაშის წესი საჯარიმოში დაარღვია და პენალტი უნდა დანიშნულიყო.

„53-ე წუთზე ირატიმ ბატონის მხრიდან ზაკარიაზე ჯარიმა დააფიქსირა, მაგრამ გასარკვევი იყო წესი საჯარიმოში დაირღვა თუ მის გარეთ. ყურადღება ამ შემთხვევაში უნდა მიექცეს ფეხს და არა ბურთს. ზაკარის ფეხი საჯარიმოს ხაზზე აქვს და ბასტონის საჯარიმოში. ბურთი შორს არის, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ეს პენალტია. მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ობიექტურად პენალტი უნდა დაენიშნათ“, – თქვა ჩეზარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 9 აპრილს სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …