მთავარი / სიახლეები / პოგბა “ფრაიბურგთან” ვერ ითამაშებს, ის კლუბმა დასაჯა

პოგბა “ფრაიბურგთან” ვერ ითამაშებს, ის კლუბმა დასაჯა

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. ცნობილია ტურინული გუნდის განაცხადი, რომელშიც პოლ პოგბა არ არის.

მიზეზი ტრავმა არაა. საქმე დისციპლინურ დარღვევას ეხება. პოგბამ გუშინ ვარჯიშზე დააგვიანა, რის გამოც კლუბმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფრანგი მოედანზე ვერ გავა. სავარაუდოდ, პოგბა გუნდს „სამპდორიასთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …