მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ფრაიბურგი” რთული გუნდია, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”

ალეგრი: “ფრაიბურგი” რთული გუნდია, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული თამაში იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოიგონ.

„გუნდისგან პროაქტიული დამოკიდებულება მინდა. ხვალ უნდა შევქმნათ საფუძველი მეორე მატჩის წინ უპირატესობისთვის. ადვილი არ იქნება, „ფრაიბურგი“ ძლიერი გუნდია, ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე და ევროპა ლიგაზე წაგების გარეშე. მაგრამ ჩვენ სახლში გამარჯვების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. „რომასთან“ მარცხის შემდეგ იმედგაცრუება და სინანული იყო, რადგან ჩემპიონატში ყოველი ვერმოგებული თამაშის შემდეგ ჩვენს თავზე სამყარო ინგრევა. „ფრაიბურგს“ პატივს ვცემთ და ხვალ გუნდურად თამაში მოგვიწევს.

შემტევი ტრიო? შემადგენლობა ჯერ არ დამიწყვეტია, ზოგიერთი გადაღლილია, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვირას კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, რომელშიც კინი დისკვალიფიცირებულია. ამიტომ, შეტევაში ფეხბურთელების ენერგიები უნდა ვმართო. პოგბა? გუშინ კარგად ივარჯიშა, დღეს გუნდისგან განცალკევებით მუშაობდა, ვნახოთ ხვალ ხელმისაწვდომი თუ იქნება. ვფიქრობ, რომ იქნება, ამას ხვალ ვნახავთ. დი მარია? გასაოცარი მოთამაშეა, სხვებისგან განსხვავებული, ჩემპიონი, რომელმაც ბევრი მოიგო. ფიზიკურად კარგადაა და ხვალ ძირითადში იქნება. მერე მატჩის მიმდინარეობა გამოაჩენს ითამაშებს თუ არა, 90 წუთს.

ვლაჰოვიჩი? ბედნიერი ვარ მისით, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე მატჩში, ტექნიკურ დონეზე მოუმატა. „იუვეს“ ცენტრფორვარდს სხვადასხვა ტექნიკური პასუხისმგებლობები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მოუმატა და იზრდება. თუმცა, როგორც ყველა მოთამაშეს, მასაც აქვს მატჩები, როცა შედარებით ნაკლებად კარგია. თავდამსხმელი გოლებით ფასობს, იყო მატჩები, რომელშიც გოლები გაიტანა, მაგრამ ტექნიკურად ცუდად ითამაშა და პირიქით. შეიძლება ხვალ ორი გოლი გაიტანოს და გარედან შეაქონ, მაგრამ შიგნიდან უფრო გვინდოდეს, რომ ტექნიკურად უფრო უკეთ ითამაშოს.

ბონუჩი? ის უკეთაა, კვირას 55 წუთი ითამაშა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ და ხვალ იქნება თუ არა, ძირითადში, ეს დამოკიდებულია ალექს სანდრო მოახერხებს თუ არა, გამოჯანმრთელებას. 99%-ით ის ხელმისაწვდომი იქნება, დე შილიო ვერ დაგვეხმარება და ვიმედოვნებთ, რომ კვირას მზად იქნება.

კიეზა? მას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. მას განვიხილავ, როგორც თავდამსხმელს, შარშან ცენტრფორვარდად ვათამაშე და ის ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი ტექნიკა აქვს. თავისი თვისებებიდან გამომდინარე შეტევაში სამივე პოზიციაზე თამაში შეუძლია.

კინი? შეცდა და ეს მან იცის, რადგან ბოდიში პირველმა მოიხადა. ის ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა. წინ სამი ინტენსიური თვე გველოდება და ყველა ფეხბურთელი საჭიროა შეცდომების მიუხედავად. ამ სიტუაციის შემდეგ ის უფრო მომწიფდება.

შტრეიხი? მგონი ის „ფრაიბურგში“ 1995 წლიდანაა. შესანიშნავად იმუშავა, ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავს. გრიფო? ის კარგი მოთამაშეა, შესანიშნავი თვისებებით, გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს. სტანდარტულ მდგომარეობებზე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ევროპა ლიგა? ხვალ უნდა მოვიგოთ, თორემ, როგორც „ნანტთან“ იყო, სტუმრად მოსაგები გვექნება. გასვლაზე გოლების უპირატესობა აღარ არსებობს, ამიტომ, მთავარია გამარჯვება. თუმცა, ადვილი არ იქნება. თანაბარი თამაში იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და ბევრ გოლს იტანს. მათ პატივისცემით უნდა მივუდგეთ, თორემ საზიანო იქნება ჩვენთვის. სანაკრებო პაუზამდე ორი კვირაა დარჩენილი, ორი მატჩი „ფრაიბურგთან“ გველოდება, თითო „სამპდორიასა“ და „ინტერთან“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩი 9 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …