მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” ჩამორთმეული 15 ქულა შესაძლოა დაუბრუნონ

“იუვეს” ჩამორთმეული 15 ქულა შესაძლოა დაუბრუნონ

ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნდეს. ბოლო დროს იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს.

ტურინულმა გრანდმა სასამართლოს გადაწყვეტილება CONI-ს საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა და სიტუაციის შეცვლის დიდი შანსია. როგორც იტალიური მედია წერს, გამოტანილ განაჩენსა და პროკურატურის მუშაობაში დარღვევები აღინიშნება, რის გამოც 15 ქულის ჩამორთმევა სავარაუდოდ ანულირდება.

„იუვეს“ ადვოკატებმა 9 პუნქტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც გამოძიება დარღვევებით ჩატარდა. სწორედ ამიტომაც საარბიტრაჟო სასამართლო ტურინული კლუბის მხარეს დადგება.

აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგნოზს აკეთებენ იტალიელი ადვოკატებიც, მათ შორის პიერლუიჯი მატერაც, რომელმაც იტალიის სპორტული მართლმსაჯულების კოდექსი დაწერა. როგორც მან თქვა, “ბიანკონერის” ქულები უსაფუძვლოდ ჩამოართვეს და ამ ქულებს უკან დაუბრუნებენ.

სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება აპრილის დასაწყისში გახდება ცნობილი და თუ კლუბს ქულები დაუბრუნდება, საქმეც დაიხურება. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 15 ქულა 20 იანვარს კაპიტალის მოგების საქმეზე დააკლეს. „იუვენტუსს“ ამჟამად სატურნირო ცხრილში 35 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, მაგრამ 15 ქულა რომ არ დაეკლოთ, 50 ქულით მეორე პოზიციაზე იქნებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …