მთავარი / თეგის არქივი: ფრაიბურგი

თეგის არქივი: ფრაიბურგი

ლოკატელი: “თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მთავარი შედეგი იყო, რასაც მიაღწიეს, თუმცა აღიარა, რომ მეორე ტაიმში ცუდად ითამაშეს. „მართალი ხართ, მეორე ტაიმში ბევრი ვიტანჯეთ, მეორე ტაიმის არასწორად მივუდექით და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა და წარმატებას მივაღწიეთ. ვინც მოედანზე …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ეს არ იყო უბრალო მოგება, ვლაჰოვიჩისა და კიეზასთვის გოლები მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ გამარჯვებაზე „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზასთვის გოლები, რაც მათ მორალურად გააძლიერებს. „ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, მაგრამ მნიშვნელოვანი. ვლაჰოვიჩისა და კიეზასთვის გოლები მორალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სტრატეგიულად „იუვემ“ იდეალურად ითამაშა და ასეთი ფუნდამენტური …

სრულად წაკითხვა »

“ფრაიბურგი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ფრაიბურგი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – სუპერსეივი გინტერის თავურზე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მეორე ტაიმშიც იგივე გააკეთა. გატი 7 -ამჯერად არასწორად არ უთამაშია, მეტიც, გადამწყვეტიც იყო: როდესაც შეტევაში ჩაერთო და …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, რომ საუკეთესო ფორმაში ჯერ კიდევ არ ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც მან სეზონში მეორე გოლი გაიტანა. კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ფანებთან მირბენა და მათთან ერთად გოლის ზეიმი, ბოდიშის მოხდა იყო. „პირველი მომენტიდან, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა, მუხტი მივიღე და შემდეგ მიღებაზე დარტყმა გადავწყვიტე. აღნიშვნა? ამით ბოდიში მოვუხადე „იუვეს“ გულშემატკივრებს და კლუბს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიეზას და ვლაჰოვიჩის კონდიციებში ყოფნა კარგის ნიშანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილია, მაგრამ მეორე ტაიმით – არა. „მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში უკეთესი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ძალიან რთულია ბურთის შენარჩუნება? ჩვენ გვყავს ფეხბურთელები მახასიათებლებით, რომლებსაც არ ურჩევნიათ ბურთის ფლობა, დი მარიას გარდა, ყველა …

სრულად წაკითხვა »

გატი: “მწვრთნელმა შანსი მომცა, ვცდილობ, რომ ყოველთვის მზად ვიყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ცდილობს 110%-ით დაიხარჯოს და ყოველთვის მზად იყოს. „მწვრთნელმა დიდი შანსი მომცა. ვცდილობ 110%-ით დავიხარჯო და ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის. მიხარია დუშანის გამო, რომელიც კარგად თამაშობს და დღეს გოლი გაიტანა, ეს თავდაჯერებისთვის დაეხმარება. აქ …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს შედეგის მომტანია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორცა ახლაა, რადგან ეს შედეგის მომტანია. „მე ყოველთვის მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენ ვართ ერთიანები, ერთი გუნდი ვართ, ბევრი რამ გამოვიარეთ, გამიხარდა მსგავსი რამის ნახვა და ვფიქრობ, რომ მეტად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ფრაიბურგთან“ შინ მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა არათუ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა და მეტოქეს, რომელსაც შინ აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა წაგებული 2:0 აჯობა. ტურინელებმა 28-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ დუშან ვლაჰოვიჩის გოლი ვიდეორეფერიმ თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. მერე მოიზე კინმა მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა -15 ქულითაც შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პოლონელი მეკარის განცხადებით, ევროპა ლიგის მოგება მათთვის დიდი სტიმულია. „მოთმინება უნდა გვქონდეს და მოწესრიგებულად ვითამაშოთ. ევროპა ლიგის მატჩისთვის მზადება ადვილი არ არის. შანსი გვაქვს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ, რადგან სკუდეტოს მოგების შანსი არ გვაქვს. არ მგონია, რომ ევროპა ლიგა უფრო ადვილია, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიეზა და დი მარია ძირითადისთვის ალბათ მზად ვერ იქნებიან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გოლების გატანაზე უნდა იზრუნონ, რადგან მცირე უპირატესობა აქვთ. გარდა ამისა, დააანონსა, რომ ფედერიკო კიეზა და ანხელ დი მარია დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ იქნებიან. „დი მარიამ რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, დღეს დილით კი ცოტათი დაიტვირთა. ის …

სრულად წაკითხვა »