მთავარი / სიახლეები / სერია A / პერინი: “გამარჯვება ხელს ახალ გამარჯვებას უწყობს”

პერინი: “გამარჯვება ხელს ახალ გამარჯვებას უწყობს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა (1:0). როგორც მან თქვა, თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ.

„გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება, ქმნის ენთუზიაზმს. თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ბინძური თამაში იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთადერთი გზა გამარჯვების მოსაპოვებლად. თავგანწირვით ვითამაშეთ.

ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რასაც კარგად ვაკეთებთ და რასაც ნაკლებად კარგად ვაკეთებთ. ეს ვიცით და მოუთმენლად ველით ხვალ ვარჯიშს. ეს ტემპი არ უნდა დავკარგოთ და თუ 100%-ით ვიხარჯებით, ნებისმიერთან თამაში შეგვიძლია. თამაშიდან თამაშიდან უნდა ვიფიქროთ“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 28 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს, „ლაციოსთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …