მთავარი / სიახლეები / სერია A / კინი: “ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე”

კინი: “ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ვერონასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ეს არ იყო ადვილი, რადგან აქ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ, მაგრამ ახლა უკვე „ლაციოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ.

გოლი? ყველაზე რთულია გოლის გატანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა მატჩებთან შედარებით ბურთს თავდამსხმელი იშვიათად იღებს. დღეს პასი ადრიენისგან მივიღე და შანსი მაქსიმალურად გამოვიყენე. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გოლით, რომელმაც 3 ქულა მოგვიტანა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს და დღესაც ასე იყო“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 28 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 ნოემბერს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …