მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ალექს სანდრო ჯილდოს იმსახურებს”

ალეგრი: “ალექს სანდრო ჯილდოს იმსახურებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მოგების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, თამაში კარგი არ იყო, მაგრამ ამას ელოდნენ.

„ტექნიკური თვალსაზრისით ლამაზი თამაში არ ყოფილა, მაგრამ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ასეთი მატჩი ყოფილიყო. მადლობა ბიჭებს, რომ ეს კარგად გააცნობიერეს. შეგვეძლო უკეთ თამაში, თუმცა მთავარი ახლა შედეგი იყო. რთული პერიოდი გვქონდა, ბევრი ფეხბურთელიც გვაკლია, მაგრამ საბედნიეროდ ცვლილებები ბოლო დროს მუშაობს და გუნდს ეხმარება. ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც ეს საჭირო იყო.

ალექს სანდრო? მას ის ჯარიმა რომ არ აეღო, ახლა სხვა შედეგზე ვილაპარაკებდით. ალექსი კი არ უნდა დავაჯარიმოთ ან დავსაჯოთ, არამედ მას ჯილდო უნდა გადავცეთ. ასეთ დროს ჯარიმა უნდა აიკიდო, სწორედ მსგავს მომენტში არასწორი მოქმედების გამო წავაგეთ „ბენფიკასთან“. როცა ასეთი სიტუაციაა ჯარიმა უნდა აიკიდო.

კინი? ხშირად ცუდად პოზიციონირებდა, თუმცა მან და მილიკმა მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს. „ნაპოლი“ ისინი საოცრად თამაშობენ და საოცარი შედეგები აქვს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, ისევე, როგორც ყოველთვის წაგებაა შეუძლებელი. ვაგრძელებთ ჩვენს გზას, მენტალურად ვიზრდებით. სატურნირო ცხრილი კარგია, მაგრამ პაუზამდე ბოლო მატჩი გვაქვს ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. როცა სეზონი განახლება ბევრი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, რომლებიც უკეთ იქნებიან, ოპტიმისტები უნდა ვიყოთ.

პარედესმა და დი მარიამ კარგად ითამაშეს. ნორმალურია შიში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი 7 დღეში იწყება. ისინი თავს არ იკავებენ, მაგრამ გაუცნობიერებლად რაღაცას აკლებენ. შჩესნიმ ზედიზედ 12 თამაში ჩაატარა და პერინი კარგ ფორმაშია, ამიტომ, სამართლიანი იყო, რომ დღეს მას ეთამაშა.

კინი 22 წლის ბიჭია, ტექნიკურად აქვს კარგი თვისებები. ნორმალურია, რომ როცა მეტი სათამაშო დრო აქვს, მეტ გოლს იტანს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და კმაყოფილი ვარ. სხვა წლებთან შედარებით დადებითი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ 22 წლისაა და რაღაცებში მოსამატებელი აქვს, რაც ბუნებრივია.

ამჟამად სათამაშო სქემაზე არ ვფიქრობ, როგორი იქნება, როცა პოგბა და კიეზა საბოლოოდ დაბრუნდებიან. გამოსავალი უნდა მოიძებნოს მაშინ, როცა პრობლემებია. ფეხბურთელები მანქანები არ არიან, პოგბას და კიეზას თვეებია არ უთამაშიათ. ვინც მუნდიალიდან დაბრუნება, არ ვიცი, როგორ იქნებიან. ახლა მთავარია, რომ მხოლოდ „ლაციოსთან“ თამაშზე ვიფიქროთ.

რამდენიმე ფეხბურთელს დასვენება სჭირდება, მაგალითად, კუადრადოს, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ უნდა გამოჯანმრთელდეს. სატურნირო ცხრილს ახლა არ უნდა ვუყუროთ, თებერვალში უნდა შევხედოთ და ვნახოთ რა პირობებში ვიქნებით“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 28 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ბოლო შეხვედრას 13 ნოემბერს, შინ „ლაციოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …