ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუშევსკიმ დატოვა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
შვედი ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ (პლუს 5 მილიონი ბონუსი).
დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.
21 წლის შემტევმა „იუვეში“ თითოჯერ მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. სხვათა შორის, მას იტალიის თასის ფინალში „ატალანტასთან“ გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი აქვს შეტანილი გოლით და საგოლე პასით.
Grazie di tutto e in bocca al lupo Dejan 💪🏻 pic.twitter.com/gAwoqS5pv4
— JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022