ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა. ჩეხის განცხადებით, ფედერიკო კერუბინი ამ საქმეზე მუშაობს.
„დისციპლინა და მუშოაბა: ეს არის „იუვენტუსის“ დნმ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტიტულების მოგების მცდელობა. „იუვე“ გამარჯვებისთვისაა შექმნილი. დიბალას კონტრაქტი? კერუბინი ამ საქმითაა დაკავებული და ფეხბურთელთან კონტაქტზეა. ფედერიკოს კონტაქტი აქვს პაულოს აგენტთანაც. დაბრუნებისთანავე მასთან ამის შესახებ ისაუბრებს“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი 2022 წელს იწურება და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.