მთავარი / სიახლეები / კერუბინი: “რონალდუს ტრანსფერის ნიშნები არ არსებობს”

კერუბინი: “რონალდუს ტრანსფერის ნიშნები არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა უარყო. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშნები, რომ პორტუგალიელმა „იუვე“ დატოვოს.

“რონალდუს ტრანსფერზე არანაირი ნიშნები არ ყოფილა. მან გასულ სეზონში 44 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია და შვებულების შემდეგ გუნდს შეუერთდება. დღეს სიტუაცია ასეთია და ბედნიერი ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილია.

შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე არც ვიაქტიუროთ, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. შეიძლება რაღაც გააუმჯობესო, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის. ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდის გაახალგაზრდავება მოხდა და ზრდის დიდი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ვიქნებით აქტიური და ფხიზლად, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

ვესაუბრეთ ალეგრის და გავუზიარეთ გუნდის აშენების მრავალი სტრატეგია. მას სურს გუნდს უხელმძღვანელოს, რომელშიც დიდი ჰარმონია იქნება და კლუბის სტრატეგიებთან თანხვედრა მოხდება“, – თქვა კერუბინიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე საუბრი დიდი ხანია აქტიურად მიმდინარეობს. მას „იუვესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …