მთავარი / სიახლეები / არივაბენე: “თუ გუნდი იმარჯვებს, ის ავტომატურად ლამაზიცაა”

არივაბენე: “თუ გუნდი იმარჯვებს, ის ავტომატურად ლამაზიცაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენე წარადგინეს. მან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მისთვის, როგორც „იუვენტინოსთვის“ დიდი გამოწვევაა.

„ვფიქრობ, ძალიან რთულ პოზიციაზე დავინიშნე, მაგრამ მიყვარს გამოწვევები და „იუვენტუსი“, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვგულშემატკივრობ. მგონია, რომ ყველა ადამიანს სურს თავისი კარიერის განმავლობაში ასეთი მიქსი იპოვოს. ლამაზად მოთამაშე და თან გამარჯვებული გუნდი? თუ გუნდი იმარჯვებს, ის ავტომატურად ლამაზი ხდება. შეიძლება ლამაზი იყო, მაგრამ, როდესაც მარცხდები, უფრო ნაკლებად ლამაზი ხარ, ამიტომ, გამარჯვებული გუნდი ლამაზია“, – თქვა არივაბენემ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო არივაბენე ანიელების ოჯახთან დაახლოებული პიროვნებაა, რომელიც „იუვენტუსის“ ტიფოზია და წლების განმავლობაში ფერარიში მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …