მთავარი / სიახლეები / სერია A / “ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლისთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 4.5 – ინსინიეს დარტყმა იკითხებოდა, მან ცუდად მოიგერია და პოლიტანომ დაამატა, სანამ მან რაბიო უყურებდა. მეორე გოლზე რეაგირება მოახდინა, მაგრამ ჩაწოდებას უბრალოდ უყურებდა.

დე შილიო 6 – მას ინსინიეს გაკონტროლება ევალებოდა და ეს პრინციპში კარგად მოახერხა, მარცხნივ უფრო გაუჭირდა.

ბონუჩი 6.5 – ოსიმენი გამოცდილების ხარჯზე გააკონტროლა.

კიელინი 6 – მტკივნეული მატჩების თამაში მან იცის.

პელეგრინი 6 – პოლიტანო მკაცრი მეტოქეა, მან დაცვაში კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო.

დე ლიხტი 6 – 1:1-ზე შევიდა და სამკაციან დაცვაში ადატპირებას ცდილობდა.

ბერნარდესკი 5.5 – პირველი ტაიმი ნორმალურად ჩაატარა, მეორე ტაიმში გაუჭირდ ადა მარტივი შეცდომების დაშვება დაიწყო.

მაკკენი 5.5 – მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანდა.

რემზი 6 – ნახევარდაცვაში წესრიგის დამყარებას ცდილობდა.

ლოკატელი 6.5 – ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. კარგად კითხულობს თამაშს, ბურთის გარეშეც. ფიზიკურად ძლიერია, ხარისხიც აქვს, გამოცდილება კი მალე მოვა.

რაბიო 5 – მანკუსოს შემდეგ ამჯერად პოლიტანო დაკარგა საჯარიმოში. თავდახრილი თამაშობს და ყოველთვის კედელს ეჯახება.

კულუშევსკი 6 – პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, საგოლე მომენტიც ჰქონდა, მეორე ტაიმში გაქრა.

მორატა 7 – თავდასხმის ხაზში მარტო თამაშობდა, მანოლასს ბურთი მოპარა, ასე კარგი თამაში სიახლე არ არის, მთავარია სტაბილურობა იპოვოს.

კინი 4.5 – თამაშში ჩაერთო და „ნაპოლის“ გადამწყვეტი გოლი გაატანინა. უარესი დებიუტი არ შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა.

ალეგრი 5.5 – დააყენა შემადგენლობა, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვნახავთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მატჩის ყველა გოლი საჩუქარია, მაგრამ „იუვემ“ ერთით მეტი საჩუქარი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “სპეციასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, …

დე ლიხტი: “მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „სპეციასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი …