მთავარი / სიახლეები / სერია A / კოშმარი გრძელდება – “იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” წააგო

კოშმარი გრძელდება – “იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” წააგო

ტურინის „იუვენტუსისთვის“ სეზონი ნამდვილად კოშმარულად დაიწყო, 3 ტურში ერთადერთი ქულა და ადგილი გასავარდ ზონაში.

„იუვენტუსი“ მესამე ტურში „ნაპოლის“ ესტუმრა ძალიან დიდი დანაკლისით, დანილოს, ალექს სანდროს, ფედერიკო კიეზას, ხუან კუადრადოს, როდრიგო ბენტანკურის, პაულო დიბალას, კაიო ჟორჟესა და არტურის გარეშე.

მიუხედავად ამისა, „იუვეს“ შეეძლო ნეაპოლიდან ქულა მაინც წამოეღო, რადგან მე-10 წუთზე ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს კი დეიან კულუშევსკიმ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ გაიტანა. საპასუხოდ, შესვენებამდე „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტებს თითქმის ვერ ქმნიდა.

57-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა და ეს ვოიცეხ შჩესნის დამსახურებაა. პოლონელმა ლორენცო ინსინიეს დარტყამ საშინლად მოიგერია და დამატებაზე მატეო პოლიტანომ გაათანაბრა. 82-ე წუთზე მოედანზე მოიზე კინი გამოჩნდა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, უცნაურია, მაგრამ ნეაპოლელთა სასარგებლოდ. 85-ე წუთზე კუთხურის დროს კინმა შჩესნის ისეთი დარტყა, მეტოქის კარში ვერ ურტყამენ ასე, პოლონელმა რეაგირება მოასწრო, მაგრამ ისევ დამატებაზე კალიდუ კულიბალიმ ივარგა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამრიგად, „უდინეზესთან“ 2:0 უპირატესობის განიავების შემდეგ „იუვენტუსმა“ კიდევ ერთხელ მოახერხა უპირატესობის განიავება და უქულოდ დარჩა. მომდევნო მატჩს „იუვე“ ჩემპიონთა ლიგაზე „მალმიოსთან“ ჩაატარებს, ხოლო იტალიის სერია A-ში „მილანს“ უმასპინძლებს.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:1)

ნეაპოლი, „დიეგო მარადონა“

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი (მალუიტი 90); ანგისა, ფაბიან რუისი, ელმასი (უნასი 46); პოლიტანო (ლოსანო 72), ოსიმენი (პეტანია 90), ინსინიე (ზიელინსკი 73)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, პელეგრინი (დე ლიხტი 58); მაკკენი (რემზი 72), ლოკატელი, რაბიო; ბერნარდესკი, მორატა (კინი 82), კულუშევსკი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მორატა (10), 1:1 პოლიტანო (57), 2:1 კულიბალი (85)

გაფრთხილება: ელმასი (31), ლოსანო (88) – ლოკატელი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …