მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მომდევნო მატჩშიც შჩესნი ითამაშებს, ის შესანიშნავი მეკარეა”

ალეგრი: “მომდევნო მატჩშიც შჩესნი ითამაშებს, ის შესანიშნავი მეკარეა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ დაიცვა ვოიცეხ შჩესნი, რომელმაც ნეაპოლელთა პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა. ალეგრი პოლონელს ენდობა და მის შეცვლას არ აპირებს.

„ამ მომენტში ყველაფერი ასეა, ამ საღამოს აბსოლუტურად არაფერი მაქვს ბიჭებისთვის სასაყვედურო. ტექნიკური თვალსაზრისით უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან მეორე ტაიმში ნაწილობრივ დაღლილობის გამო და ნაწილობრივ არაზუსტობის გამო, ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ.

გარკვეულ მომენტებში თამაში ხელში ჩავიგდეთ და უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, შჩესნიმ კარგი თამაში ჩაატარა. როდესაც ფეხბურტში ვერ იმარჯვებ, უბრალოდ უნდა გაჩუმდე და იმუშაო. მთავარია, პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვექნება ამის შანსი და ვეცდებით მოვიგოთ, რათა დავიწყოთ ტურნირი საუკეთესოდ.

ახლა ყველა შეცდომა ძვირად ფასობს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. მოვა დრო, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მაგრამ მთავარია მუშაობა გავაგრძელოთ. ამაღამ ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშებს. პირველ ტაიმში საჭირო იყო ანგარიში 2:0 გაგვეხადა, საჯარიმოსთან ბევრი შეცდომა დავუშვით. 1:1-ს ის შემდეგ გოლი კუთხურიდან გავუშვით, მინდოდა თამაში შეგვეცვალა, მაგრამ სანაცვლოდ გოლი მივიღეთ. მიუხედავად ამისა, ბიჭებისგან დადებითი ნიშნებიც დავინახე.

ახლა საჭიროა გადარბენა, რომ ოთხეულში შევიდეთ, ზონაში, რომელიც მთავარია. „მალმიოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ და შემდეგ „მილანზე“, წინ ბევრი დაპირისპირება გველოდება კონკურენტებთან, ჩვენზე წინ მყოფები ყოველთვის ვერ მოიგებენ. ვწუხვარ, რომ დღეს თამაში სწორი მიმართულებით არ წავიდა.

შჩესნის პრობლემა? ის დიდი მეკარეა, ის იქნება „იუვენტუსის“ ძირითადი მეკარე მომდევნო მატჩშიც და სეზონშიც. მან დღესაც კარგი თამაში ჩაატარა, სამშაბათს ისევ კარში იქნება და კარგად უნდა ითამაშოს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე შვედური „მალმიოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …