„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „იუვენტუსს“ პირდაპირი კონკურენტი უწოდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სატურნირო ცხრილში მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, სერბმა ტურინული გრანდის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.
„იუვენტუსი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. მოედანზე იმის ცოდნით უნდა გავიდეთ, რომ თუ 100%-ით არ დავიხარჯებით, ვერ მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭებს ესმით. „იუვე“ ყოველთვის „იუვეა“. დიბალა და კიეზა მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არაფერი იცვლება იმით, რომ იქნებიან თუ არა ისინი, არც ჩვენთვის და არც სხვისთვის.
მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და წლების განმავლობაში იგივე მენტალიტეტი აქვთ. მე „იუვე“ ყოველთვის მიმაჩნდა გუნდის მართვის სამაგალითო მოდელად. რთული თამაში იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, მათთვისაც. იდეალური თამში უნდა ჩავატაროთ და იმედი გვაქვს, რომ მათი დღე არ იქნება“, – თქვა მიხაილოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.