მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ბოლონიასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშის, გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა.

„პირველ რიგში ვულოცავ გოგონებს, რომლებმაც გუშინ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. გუნდმა ერთი კვირა კარგად იმუშავა. დიბალა ვერ დაგვეხმარება, კიეზა კარგას მუშაობს, ისევე, როგორც დანილო. კიელინის თამაში ხვალ ძნელად სავარაუდოა, რადგან გარკვეული პრობლემები აქვს. კულუშევსკის 90 წუთი თამაში არ შეუძლია, რადგან ოპერაციის შემდეგ წონაში დაიკლო. ვარჯიშობდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე სათამაშოდ მზად არაა, სათადარიგო სკამზე იქნება და ესეც მნიშვნელოვანია. დიბალას განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს, არ გვინდა რისკზე წავიდეთ, რადგან არ უვარჯიშია, ვნახოთ, „კალიარისთან“ როგორ იქნება.

იანვარსა და თებერვალში 4-5 პირდაპირ კონკურენტთან მატჩი გვაქვს, რასაც ჩემპიონთა ლიგაც ემატება და ამიტომ, ვეცდებით, ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იყოს, რომ სეზონის მეორე ნაწილი საუკეთესოდ ჩავატაროთ. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რადგან ფეხბურთელები კარგები ან ცუდები უცებ არ ხდებიან. მშვიდად უნდა მოვუმატოთ.

ლოკატელი რამდენიმე თავს კარგად არ გრძნობდა და ვნახოთ, როგორ იქნება. ჯერ არ ვიცი, კინი ითამაშებს თუ მორატა, ასევე გვყავს კაიო ჟორჟე, რომელმაც „ვენეციასთან“ კარგად ითამაშა.

„ბოლონიასთან“ რთულ მატჩს ველოდებით. მეორე ტაიმში ისინი ბევრ გოლს იტანენ და ეს ნიშნავს, რომ კარგ ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში არიან. ბოლო ორი მატჩი წააგეს და ამიტომ, ადვილი შეხვედრა არ გვექნება.

ალექს სანდრო მშვიდადაა. ხვალ უნდა შევაფასო სიტუაცია და ასე მივიღებ გადაწყვეტილებას ის ითამაშებს თუ პელეგრინი. ტრანსფერებზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს, რადგან ჯერ წინ მატჩები გველოდება. კლუბის ხელმძღვანელობა ზრუნავს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ იანვარში გუნდის პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. უბრალოდ უნდა მოვუმატოთ და საგოლე მომენტები უფრო მეტად გამოვიყენოთ.

კუადრადოს შეუძლია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში და ხვალ გადავწყვეტ. დე შილიომ ზედიზედ ორი მატჩი ითამაშა და სამშაბათს კიდევ მატჩი გვაქვს, ამიტომ, სიტუაცია უნდა შევაფასო.

გვირაბის ბოლოს შუქს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში კარგი მდგომარეობა არ გვაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემს მიერ გაკეთებული არჩევნით. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც გამარჯვების მცირე გამოცდილება აქვთ, ამიტომ, მათ მომზადებას დრო სჭირდება. ვწუხვარ, რომ იმაზე ნაკლები ქულა გვაქვს, ვიდრე უნდა გვქონდეს. არ შეიძლება ქულები დავარიგოთ „უდინეზესთან“, „ვერონასთან“, „სასუოლოსთან“, „ემპოლისთან“ და „ვენეციასთან“, ამ გუნდებთან 15 ქულიდან მხოლოდ 2 მოვიპოვეთ, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა. გვქონდა აღმავლობა და დაღმასვლა, ამიტომ, ყველაფერი დროის საკითხია, უნდა ვიმუშაოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი? ამაზე ახლა არ ვფიქრობ, უბრალოდ ამ ორ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ყურადღება გავამახვილოთ. იანვარში „ნაპოლის“ და „რომას“ ეგრევე ვეთამაშებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მზად უნდა ვიყოთ.

რემზი? ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ვერ ითამაშებს. ვინც გვისწრებს, იმ გუნდების თამაშით შეშფოთებული ვარ? ნერვიულობა საჭირო არ არის. კარგი ის არის, რომ „ნაპოლისთან“ 6 ქულა შევამცირეთ. იანვარსა და თებერვალში გველის მნიშვნელოვანი დაპირისპირებები კონკურენტებთან. ახლა საჭიროა ყურადღება „ბოლონიაზე“ გავამხვილოთ. შემდეგ ვიფიქრებთ „კალიარიზე“ და ახალ წელს ვნახოთ, ყველაფერი თუ შეიცვლება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …