მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსმა” “ბოლონია” მორატას და კუადრადოს გოლებით დაამარცხა

“იუვენტუსმა” “ბოლონია” მორატას და კუადრადოს გოლებით დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი „რენატო დალ არაზე“ დიდი დანაკლისით ჩავიდა ტრავმირებული ფეხბურთელების კუთხით, მაგრამ ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს და ამიტომაც, 3 ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

„იუვემ“ მისია წინა ტურისგან განსხვავებით ამჯერად კარგად შეასრულა. მატჩის მე-6 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის შესანიშნავი პასით ალვარო მორატამ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე შორი მანძილიდან ხუან კუადრადომ გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ ამ მოგებით 31 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. ოთხეულთან ისევ საკმაო დისტანციაა, მაგრამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად ჰქონდა. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს და ეს იქნება 2021 წელს მისი ბოლო თამაში.

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

ბოლონია, „რენატო დალ არა“

„ბოლონია“ (3-4-2-1): სკორუპსკი; სუმარო, მედელი, ტეატე; დე სილვესტრი (ოლსენი 46), დომინგესი, სვანბერგი (ვინიატო 79), ჰიკი (ვიოლა 85); სორიანო (სანტანდერი 85), ბაროუ (სანსონე 79); არნაუტოვიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, პელეგრინი (ალექს სანდრო 61); მაკკენი (ბენტანკური 72), არტური (ლოკატელი 61), რაბიო; ბერნარდესკი, მორატა (კაიო ჟორჟე 85), კინი (კულუშევსკი 71)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მორატა (6), 0:2 კუადრადო (69)

გაფრთხილება: დომინგესი (29) – მაკკენი (29)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 11 (7) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …