ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი ხანია „იუვე“ ისევ კომპაქტური გახდა და ტურინელთა ნახევარდაცვამ მეტოქის შუახაზი 3:0 დაამარცხა.
„სხვების აშკარა შეცდომების მიუხედავად, ალეგრი ყველაფერს აკეთებს თავის გუნდთან ერთად. კიეზამ დღეს საღამოს ისევ მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, დი მარია ისევ არ იყო, პოგბაზე საუბარიც არ ღირს. ასეთი დანაკლისის ფონზე ქულების ეს რაოდენობა, რაც „იუვეს“ აქვს, ძალიან ბევრია. „იუვე“ გუნდი ძალიან სწრაფად გახდა.
ხელით თამაში? თავიდან აშკარად ხელით თამაში მეგონა, შემდეგ გადიდებული კადრები მაჩვენეს და ეჭვები გამიჩნდა. 1 ევროს დადება რომ მომიწიოს, გამიჭირდება დარწმუნებით თქმა. კომპაქტური „იუვე“? მრავალი კვირაა გუნდი კომპაქტური გახდა, დღეს „იუვემ“ ნახევარდაცვამ „ინტერის“ ნახევარდაცვა 3:0 დაამარცხა და კოსტიჩი ზღაპრული იყო“, – თქვა მაროკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, „ვერონასთან“ შინ ჩაატარებს.