მთავარი / სიახლეები / სერია A / მარკეჯანი: “ბურთს მიმართულება არ შეუცვლია, “იუვემ” დამსახურებულად მოიგო”

მარკეჯანი: “ბურთს მიმართულება არ შეუცვლია, “იუვემ” დამსახურებულად მოიგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუკა მარკეჯანიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი შეაფასა. როგორც მან თქვა, კადრებიდან ზუსტად არ ჩანს, ითამაშა თუ არა, ხელით ადრიენ რაბიომ, მაგრამ ფიქრობს, რომ ბურთს მიმართულება არ შეუცვლია და „იუვემ“ დამსახურებულად მოიგო.

„ჩვენს ხელთარსებული კადრებიდან შეუძლებელია იმის დადგენა იყო თუ არა რაბიოს მხრიდან ხელით თამაში. ამ ვიდეოდან გაუგებარია, რადგან ბურთი მიმართულებას არ იცვლის. ვფიქრობ, რომ „იუვემ“ დამსახურებულად მოიგო, როდესაც „ინტერი“ ჩაკეტილ გუნდს ხვდება, ისინი სივრცეებს ვერ პოულობენ. ალეგრიმ ყველა არჩევანი სწორად გააკეთა“, – თქვა მარკეჯანიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, „ვერონასთან“ შინ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …