ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „რომასთან“ გამარჯვების (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ხასიათი აჩვენა, მას კი 5-6 წლის სიცოცხლე მოაკლდა.
„როდესაც იმარჯვებ, ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზია. 1:3-ს ვაგებდით, მაგრამ ლოკატელის გოლით ყველაფერი შეიცვალა, ამან თავდაჯერება შეგვმატა და შემდეგ მოვახერხეთ დაქამბექება. ძალიან ბედნიერი ვარ დე შილიოს გამო, ასევე ყველასთვის. დავამტკიცეთ, რომ ხასიათი გვაქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა იმედი მაქვს, რომ ალეგრი დაბრუნდება, თორემ ამ საღამოს 5-6 წლის სიცოცხლე მომაკლდა”, – თქვა ლანდუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე იტალიის სუპერთასზე „ინტერს“ დაუპირისპირდება.