მთავარი / სიახლეები / სერია A / დე შილიო: “ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმული უნდა გამოდგეს”

დე შილიო: “ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმული უნდა გამოდგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „რომასთან“ (4:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, ეს გამარჯვება გუნდისთვის სტიმული უნდა გამოდგეს.

„წარმოუდგენელი მატჩი მოვიგეთ, ნამდვილად გიჟური და აღფრთოვანებული ვარ გატანილი გოლით, რომელიც ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა შჩესნი მიერ მოგერიებული პენალტის წყალობით. ეს იყო გუნდურუ გამარჯვება, რომელიც დღეს ერთიანი იყო და ეს ყველას დავუმტკიცეთ. სირთულეებში ჩვენი ხასიათი გამოვაჩნეთ. დამოკიდებულება, რომელიც ლოკატელის გოლის შემდეგ გვქონა, თავიდანვე უნდა გვქონოდა, სამაგიეროდ, პირველი და მეორე ტაიმი საშინლად დავიწყეთ და იძულებული გავხდით მთელი თამაში მდევრის როლში ვყოფილიყავით.

ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული უნდა მოგვცეს სეზონის დარჩენილ ნაწილში, მათ შორის რამდენიმე დღეში სუპერთასის მატჩზე. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან „ინტერს“ ვეთამაშებით, მაგრამ სუპერთასი ჩვენი მიზანია და მიუხედავად დანაკლისისა, დარწმუნებული ვარ მოედანზე დიდი მონდომებით გავალთ“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე 12 იანვარს, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …