მთავარი / სიახლეები / სერია A / კიეზამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

კიეზამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „რომასთან“ მატჩში მარცხენა მუხლი დაიზიანა.

ფედერიკო კრის სმოლინგთან კონტაქტის შემდეგ დაშავდა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. მას სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, მაგრამ იტალიური მედია შიშობს, რომ ჯვარედინი მყესები გაწყვეტილია.

ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რომლის რეაბილიტაციას მინიმუმ 6 თვე სჭირდება და თუ გამოკვლელამ ეს დაადასტურა, მაშინ კიეზასთვის სეზონი დასრულებული იქნება, შესაბამისად, მეორე წრეში „იუვეს“ ვერ დაეხმარება და ვერც მარტში, იტალიის ნაკრებში ითამაშებს მუნდიალის საპლეი-ოფო მატჩებში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …