მთავარი / სიახლეები / სერია A / “რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ ძალზე დრამატულ მატჩში 4:3 დაამარცხა, პაულო დიბალას, მანუელ ლოკატელის, დეიან კულუშევსკისა და მატია დე შილიოს გოლებით. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 7 – გაშვებულ გოლებში ბევრი არაფერი შეეძლო, „იუვე“ ყოველთვის ძალიან პასიური იყო ამ მომენტებში. მოგერიებული პენალტით საბოლოოდ დაავიწყა ხალხს სეზონის სტარტზე დაშვებული შეცდომები და თუ გავიანგარიშებთ, მან გუნდს უფრო მეტი ქულა მოუტანა, ვიდრე შეცდომებით გუნდს დააკარგვინა.

კულუშევსკი 6.5 – კარგი თამაში ყვითელი ბარათით გააფუჭა, რის გამოც სუპერთასის მატჩს გამოტოვებს. მესამე გოლში დიდი წვლილი შეიტანა და იყო მძღოლი, როცა „იუვემ“ გაიღვიძა.

დე ლიხტი 5.5 – გაუჭირდა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტით დაისაჯა და სუპერთასზე ისიც არ ითამაშებს.

რუგანი 5.5 – პირველი გოლის დროს აბრაჰამი მას გაექცა. მის წინააღმდეგ ორ ცეცხლს შორის იმყოფებოდა.

დე შილიო 7 – არ გაუმართლა მხითარიანის დარტყმის დროს და ბურთი კარში აღმოჩნდა. შემდეგ კი გაიტანა ფუნდამენტური, გამარჯვების გოლი და ისედაც კარგი მატჩი ჰქონდა.

ბენტანკური 5 – ინვოლუცია გრძელდება, ცუდად ითამაშა.

არტური 6.5 – ბურთმა რიტმით მოძრაობა დაიწყო, როცა ის თამაშში ჩაერთო.

ლოკატელი 6.5 – თავიდან გაუჭირდა, მაგრამ არტურის შესვლის შემდეგ მან თავისუფლება მიიღო, წინ წაიწია, დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლდა და გოლიც გაიტანა.

მაკკენი 6.5 – ბევრი ირბინა, მოედნის ყველა ნაწილში. მეორე ტაიმში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

დიბალა 7 – ციმციმი სიბნელეში, რთულ სიტუაციაში ლამაზი გოლი გაიტანა.

კიელინი შ.გ – მან მატჩის ბოლო 10 წუთი ითამაშა.

კიეზა 6.5 – დიბალას საგოლე პასი გაუკეთა, ზოგადად, ის ყოველთვის ერთადერთია, ვინც სიჩქარეს ცვლის, საშინელი ამბავია მისი ტრავმა.

კულუშევსკი 6.5 – ის ყოველთვის გამორთული თამაშობს და ამიტომაც, არ ენდობა ალეგრი. სულ უფრო და უფრო ზარმაცდება, მაგრამ საჭირო დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და გოლი გაიტანა.

კინი 5 – უბრალოდ გამქრალი იყო.

მორატა 6.5 – „იუვენტუსმა“ სახე იცვალა, საგოლე პასი, ნახევრად საგოლე პასი და სწორი სულისკვეთება.

ალეგრი (ლანდუჩი) 6.5 – ისეთი გიჟური თამაშია, რომ გაუგებარია საიდან იწყება „იუვეს“ დამსახურება და სად „რომას“ ნაკლოვანობები. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცუდი გუნდი, მოულოდნელად იპოვა გული და გოლები, იღბალიც. შედეგი – ხმაურიანი გამარჯვება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …