მთავარი / სიახლეები / მაკკენი შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს, “იუვე” მის შეცვლას ჩუამენით გეგმავს

მაკკენი შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს, “იუვე” მის შეცვლას ჩუამენით გეგმავს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენით არის დაინტერესებული.

ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ამერიკელს კარგად იცნობს და „იუვეშიც“ მან მიიყვანა, ახლა კი უნდა, რომ ლონდონში იახლოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

„იუვენტუსმა“ შესაძლოა მაკკენიზე უარი თქვას და ამ შემთხვევაში ადგილი გამოუთავისუფლდება „მონაკოს“ ნახევარმცველ ორელინ ჩუამენს, რომლის მიმართ ტურინელები დიდი ხანია სერიოზულად ინტერესდებიან.

ჯერჯერობით, ფინანსურ მხარეზე დეტალები არ გავრცელებულა. მაკკენი „იუვენტუსმა“ 2020 წელს „შალკედან“ დაიმატა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …