მთავარი / სიახლეები / პოგბას “იუვეში” დაბრუნება შესაძლებელია

პოგბას “იუვეში” დაბრუნება შესაძლებელია

ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ.

ფრანგ ფეხბურთელს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ, მას არ განაახლებს, შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. Tuttosport-ის ცნობით, პოლი ტურინში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

პრობლემა მისი მაღალი ხელფასია, მაგრამ თუ „იუვე“ ორ ნახევარმცველს გაასხვისებს, მაშინ პოგბასთვის სახელფასო ბიუჯეტი გამოთავისუფლდება. იტალიურ კლუბს ფრანგისთვის ბრძოლაში ორი მთავარი კონკურენტი ჰყავს – პსჟ და მადრიდის „რეალი“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და კარიერაში საუკეთესო პერიოდიც მაშინ ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …