მთავარი / სიახლეები / კიეზა: “შვებულებაში არ წავედი, რადგან ტრავმისგან კარგად გამოჯანმრთელება მინდა”

კიეზა: “შვებულებაში არ წავედი, რადგან ტრავმისგან კარგად გამოჯანმრთელება მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. 24 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ტრავმისგან სრული რეაბილიტაციისა და 2022 წლისთვის კარგ ფორმაში შესვლის გამო შვებულებაში წასვლაზე უარი თქვა.

კიეზამ გარდა ამისა, მიმდინარე სეზონზე ვრცლად ისაუბრა და იტალიის ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

„ტრავმა უნდა მოვირჩინო, ამიტომ გადავწყვიტე შვებულებაში არ წავსულიყავი. მინდა 100%-ით მზად ვიყო 2022 წელს. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, როგორც ამას მწვრთნელი ამბობს და სწორადაც. მე გუნდს 30 დეკემბერს დავუბრუნდები, არ გამიმართლა და ტრავმა მივიღე, მაგრამ ახლა შესანიშნავი 2022 წელი უნდა გვქონდეს, რადგან „იუვეს“ ყველა თამაშის მოგება სურს.

არასტაბილურობა? ვფიქრობ, ეს გამოწვეულია ბოლო ორი წლით, როცა გუნდს სხვადასხვა მწვრთნელები ჰყავდა, განსხვავებული იდეებით. თუმცა, ახლა ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ და ვიქრობთ მხოლოდ შემდეგ თამაშზე. ეს ერთადერთი გზაა.

აქ მოვეტი ნებისმიერი ტიტულის მოგების მენტალიტეტით. ახლა ჩვენი მიზანია „ინტერის“ წინააღმდეგ იტალიის სუპერთასის მოგება, შემდეგ იტალიის თასის და ჩემპიონატის. ვნახოთ რა მოხდება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც ვართ და ყველაფერი დასაწერია.

„ინტერს“ შესანიშნავი სეზონი აქვს, კარგად ფორმაში არიან და სტაბილურად თამაშობენ. ჩვენ იმ ზონაში უნდა ვიყოთ და დაველოდოთ მათ შეცდომებს, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ.

ევროპის ჩემპიონობის საიდუმლო? ორია. მწვრთნელი მანჩინი და გუნდის ენთუზიაზმი. ყოველთვის თანაგუნდელებისთვის, ერთმანეთისთვის ვთამაშობდით, გუნდი ბოლომდე ერთიანი იყო. როგორც პლეი-ოფში, ისე, ფინალში, ინგლისის გოლის შემდეგ.

ახალი გამარჯვებების მოლოდინი ყოველთვის დიდია. რაც ევროპის ჩემპიონატმა მოგვცა, ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატის ამ საკვალიფიკაციო ეტაპმა წაგვართვა. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ პლეი-ოფში დავბრუნდებით ისეთი გუნდი, როგორიც ვიყავით. ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ კმაყოფილი, დავამტკიცებთ, რომ ევრო 2020 მხოლოდ ერთი გამონათება არ იყო, არამედ გამარჯვების გზის ნაწილი“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენენთ, რომ მიმდინარე სეზონში ფედერიკო კიეზამ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …