ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
„იუვეს“ მანუელ ლოკატელი კარგად შეეწყო, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მთავარი გუნდის წარმატებაა.
„შესანიშნავი თამაში იყო, დიდი ბრძოლა და გულით მოპოვებული გამარჯვება. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემს თამაშზე არ ვფიქრობ, არამედ გულშემატკივრებზე, გუნდზე. ეს გამარჯვება ფუნდამენტური იყო და იმიტომ მოვიგეთ, რომ რაღაც მათზე მეტად მოვინდომეთ, ჩვენ უფრო გვჯეროდა. შეტევაში მყოფმა ორი ფედე (კიეზა და ბერნარდესკი – რედ) ძალიან დაგვეხმარა და კარის მშრალად შენახვაც მათი დამსახურებაა.
ისე ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ვიცოდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა და მწვრთნელის მოთხოვნებს მივყვებოდით. ეს მოგება რწმენას და თავდაჯერებად შეგვმატებს ჩვენი შესაძლებლობების შესახებ. შესანიშნავი იყო ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება.
შემიძლია მეტიც გავაკეთო, ეს ნორმალურია. ბევრი მაქვს მოსამატებელი და ისე უნდა ვივარჯიშო, როგორც მწვრთნელმა მთხოვა. ვიცით, რომ სერია A-ში უკეთ უნდა ვითამაშოთ, აუცილებლად გამოვასწორებთ ყველაფერს და სატურნირო ცხრილში წინ წავიწევთ“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.