მთავარი / სიახლეები / კიეზა: “ჩემს და ალეგრის შორის პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ჭორებია”

კიეზა: “ჩემს და ალეგრის შორის პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ჭორებია”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.

მატჩის გმირმა, კიეზამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრისთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან „ჩელსი“ ბურთს ძალიან კარგად ფლობდა, მაგრამ გამოვავლინეთ „იუვეს“ სულისკვეთება, რასაც მწვრთნელი გვთხოვს. დავიწყეთ ერთი სქემით თამაში, მაგრამ შემდეგ ალეგრიმ გვთხოვა ისეთ სივრცეებზე შეტევა, რომელსაც „ჩელსი“ ტოვებდა და ამის გამო კარგად დავსაჯეთ.

ამ ტურნირზე თამაში შესანიშნავია, ამ საღამოთი ვტკბებით, მაგრამ შაბათს გასამართ დერბიზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ერთი რამ მინდა ვთქვა: ალეგრისთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და არც ყოფილა. ეს არის მხოლოდ გაზეთების გამოგონილი ჭორი, ჩვენს შორის დიდი ჰარმონიაა და ვიცი, ჩემგან რასაც ითხოვს. როდესაც „იუვე“ სეზონს ცუდად იწყებს, მედია ასეთ უსარგებლო ჭორებს ავრცელებს, რადგან ჩვენ ყველანი მწვრთნელის გვერდით ვართ, გივნდა კარგი შედეგები ვაჩვენოთ და ის „იუვე“ დავაბრუნოთ, რომელმაც ზედიზედ მოიგო სკუდეტოები. ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვითამაშე „იუვეს“ პუბლიკის წინაშე და ეს შესანიშნავი ემოციაა“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …