მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ჩელსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ჩელსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – როგორც ჩანს, სიმშვიდე დაიბრუნა, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო.

დანილო 6.5 – ყოველთვის ყურადღებით იყო, საჭიროების შემთხვევაში ხისტიც.

ბონუჩი 7 – ის ლუკაკუს უკვე ზეპირად იცნობს და არასდროს არაფერს უთმობს. საგოლე შეტევა მან წამოიწყო.

დე ლიხტი 7 – თითქოს სათადარიგო სკამზე უნდა დარჩენილიყო, ალეგრიმ კიელინიზე წინ დააყენა და მან შესანიშნავი თამაშით დაუფასა.

ალექს სანდრო 6.5 – ზუსტი და პუნქტუალური, ინარჩუნებს იმ დონეს, რომელზეც დიდი ხანია არ უთამაშია.

ბენტანკური 6 – თავდაცვით ფაზაში ურიგო არ იყო, მაგრამ შექმნის დროს ისევ უჭირს.

კიელინი შ.გ – მან ბოლო წუთებში დაცვის ხაზი გააძლიერა.

ლოკატელი 7 – ის ნახევარდაცვას ხელმძღვანელობს, კარნახობს დროს და ტემპს, მან „იუვეს“ შუა ხაზი ხელში აიღო. ლომი.

რაბიო 6 – დუნე სტარტი, კარგი კონტრშეტევა მისი ცუდი პასის გამო დაიკარგა, რომეიც უკეთ უნდა გამოეყენებინა. საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო, მერე კუადრადოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, როცა გუნდს მეორე გოლის გატანის შაქნსი ჰქონდა.

მაკკენი შ.გ – ამერიკელმა ბოლო წუთები ითამაშა.

კუადრადო 6.5 – ყოფილ გუნდს ეთამაშა, გამოცდილების და ხარისხის ხარჯზე ორმაგ ფაზაში ითამაშა.

ბერნარდესკი 6.5 – თავიდან ცოტა ჩრდილში იყო. საჯარიმო დარტყმით შანსი მიიღო მეორე ტაიმში კი კიეზას შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა. შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე ორი მეტრიდან აშკარად შანსი ვერ გამოიყება შესანიშნავი შეტევის შემდეგ. შეიძლება იყოს ეს მატჩი მისთვის გარდამტეხი?

კულუშევსკი 5.5 – როდეისაც ის მოედანზე შევიდა, „იუვეს“ უფრო უჭირდა. ამის სპეციალისტი არ არის.

კიეზა 8 – ის არის „იუვეს“ სული. ალბათ მართალია, რომ ხშირად საკუთარ თავზე ბევრს იღებს, მაგრამ მეორეს მხრივ ინარჩუნებს ტემპს და სიჩქარეს, რაც თანაგუნდელებს არ აქვთ, არც მეტოქეებს. პრესინგის დროს შესანიშნავი იყო და გოლით ყველაფერი დაუფასდა.

კინი შ.გ – მან ფედერიკო მატჩის მიწურულს შეცვალა

ალეგრი 7.5 – ამჯერად არაფერში შემცდარა, ამ ვითარებაში მეტის მიღწევა ალბათ შეუძლებელი იყო. კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …