მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზამ ჩემპიონთა ლიგაზე დელ პიეროს მიღწევა გაიმეორა

ფედერიკო კიეზამ ჩემპიონთა ლიგაზე დელ პიეროს მიღწევა გაიმეორა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.

კიეზა „იუვენტუსის“ პირველი იტალიელი ფეხბურთელი გახდა ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩში გოლი გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

დელ პიეროს ეს შედეგი 1997 წელს აქვს დაფიქსირებული. კიეზამ კი კიევის „დინამოს“, „პორტუს“ (ორ მატჩში) და „ჩელსის“ ჯამში 5 გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …