იტალიის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა მანუელ ლოკატელიმ პრესკონფერენცია გამართა. მან როგორც „სკუადრა აძურასა“ და ერთა ლიგის, ისე „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.
„ესპანეთთან წაგება ჩვენთვის იმედგაცრუება იყო, რადგან ერთა ლიგის მოგება გვინდოდა, მაგრამ ახლა ველოდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან მატჩს. ესპანეთთან რთული მატჩი იყო, რომელიც ეპიზოდებმა გადაწყვიტეს მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ხასიათი და გული გვაქვს, ასე უნდა გავაგრძელოთ. თამაში სხვანაირად რომ წარმართულიყო, ჩვენი სათქმელის თქმა შეგვეძლო.
ყველას შეუძლია ის თქვას, რაც უნდა, მაგრამ ბელგიასთან სახლში ვთამაშობთ და მოგება გვინდა. ასევე ვითამაშებთ რეიტინგისთვის. მათ საფრანგეთთან შესანიშნავად ითამაშებს, ვიცით, რომ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც დე ბრუინი და ლუკაკუ არიან, რომლებიც განსხვავებას ქმნიან.
ცხადია, დღეს უფრო მოწიფული ფეხბურთელი ვარ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ევროპის ჩემპიონატი დამეხმარა. ასევე, „იუვეში“ მწვრთნელები და ფეხბურთელები, განსაკუთრებით ვეტერანები საჭირო რჩევებს მაძლევენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის „იუვე“ ოცნების კულმინაცია და ახალი გზის დასაწყისი იყო. ძალიან მინდოდა ამ კლუბში თამაში და მხოლოდ იქ თამაში მინდოდა. სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოსწორდა“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსში“ ამ დროისთვის 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.