მთავარი / სიახლეები / ორი იუვენტინო და 5 იტალიელი “ოქროს ბურთის” ნომინატებში, მაგრამ კიეზას გარეშე

ორი იუვენტინო და 5 იტალიელი “ოქროს ბურთის” ნომინატებში, მაგრამ კიეზას გარეშე

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინატების 30-კაციანი სია დაასახელა და მასში „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელია – ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

სამაგიეროდ, ნომინატებში საკმაოდ მოულოდნელად ვერ მოხვდა ფედერიკო კიეზა. აქვე გეტყვით, რომ 30 ფეხბურთელიდან 5 იტალიელია – ბონუჩის და კიელინის გარდა, ნიკოლო ბარელა, ჟორჟინიო და ჯანლუიჯი დონარუმა.

სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ესპანეთი), ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია), კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, იტალია), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, პორტუგალია), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი, ნორვეგია), ჯორჟინიო (ჩელსი, იტალია), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სიმონ კიაერი (მილანი, დანია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, ბელგია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ჟერარდ მორენო (ვილიარეალი, ესპანეთი), მეისონ მაუნტი (ჩელსი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუის სუარესი (ატლეტიკო, ურუგვაი)

France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს. ფრანგულ გამოცემას შარშან ჯილდო არავისთვის გადაუცია, რაც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …