ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მთავარი შედეგი იყო, რასაც მიაღწიეს, თუმცა აღიარა, რომ მეორე ტაიმში ცუდად ითამაშეს.
„მართალი ხართ, მეორე ტაიმში ბევრი ვიტანჯეთ, მეორე ტაიმის არასწორად მივუდექით და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა და წარმატებას მივაღწიეთ. ვინც მოედანზე გადის, მზად უნდა იყოს. ვიცით, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს და მათთვისაც ვითამაშებთ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ დადებითად ვპასუხობთ ამ ყველაფერს.
ბედნიერი ვარ კიეზასა და ვლაჰოვიჩის გამო, ისინი არიან ბიჭები, რომელთაც ბევრი რამის გაკეთება სურთ „იუვესთვის“, ეს მნიშვნელოვანია. დღეს აუცილებელია გუნდზე ფოკუსირება, რადგან ჩვენ დიდი ჯგუფი ვართ. „ინტერთან“ მატჩი? მილანში მოსაგებად უნდა წავიდეთ.
გუნდის ლიდერად თუ ვგრძნობ თავს? მნიშვნელოვნად ვგრძნობ თავს და სხვებმა უნდა თქვან, ვარ თუ არა ლიდერი. ვფიქრობ მაქსიმუმის გაღებაზე და ეს უდავოა”, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.