ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდმა დაადასტურა.
ლოკატელი თვითიზოლაციაში იმყოფება და “სალერნიტანასთან” მატჩს ცხადია გამოტოვებს. გარდა ამისა, მას სავარაუდოდ, იტალიის ნაკრების მატჩებიც გაუცდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა ერთ კვირაშია, მაგრამ რობერტო მანჩინიმ სანაკრებო სია ხვალ უნდა დაასახელოს და რთული სავარაუდოა, რომ კოვიდინფიცირებული მოთამაშე გამოიძახოს.
შეგახსენებთ, რომ ლოკატელიმ “ვილიარეალთან” ითამაშა, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ კოვიდ-19 ტურინელთა სხვა ფეხბურთელებს მოგვიანებით გამოუვლინდეთ.