მთავარი / სიახლეები / საკი: “ჩემთვის ეს ფეხბურთი არ არის!”

საკი: “ჩემთვის ეს ფეხბურთი არ არის!”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „იუვენტუსი“ – „ვილიარეალის“ მატჩი (0:3) შეაფასა და თქვა, რომ ეს ფეხბურთი არ იყო.

საკი მიიჩნევს, რომ გუნდები მხოლოდ გოლის არგაშვებაზე ფიქრობდნენ და ძალიან ცუდად ითამაშეს.

„ეს არ არის ფეხბურთი. ვლაჰოვიჩის ძელი მართლაც შესანიშნავი მომენტი იყო და თამაშიდან გამომდინარე ანგარიში გაზვიადებულია. თუმცა, ევროპაში შორს წასასვლელად მეტის გაკეთებაა საჭირო და ამას ვამბობ, როგორც „იუვეზე“, ისე „ვილიარეალზე“. ძალიან ტაქტიკური თამაში იყო, ცოტა ემოციებით. დაბალი რიტმი და მცირე ზეწოლა. ორივე გუნდი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ გოლი არ გაეშვა. ჩემთვის ეს ფეხბურთი არ არის, დარწმუნებული ვარ, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია. თუ არ არსებობს ინოვაცია, სითამამე, არ შეიძლება კარგად თამაშზე იფიქრო. მე ამ თამაშში არცერთი მინახავს“, – თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “ვილიარეალთან” ორი მატჩის ჯამში 1:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …