ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო.
„მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ ვვარჯიშობ, ფიზიკურად ჩემი სხეული უკეთაა“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკი „ტოტენჰემში“ 2023 წლის ზაფხულამდე იჯარით გადავიდა, მაგრამ მომდევნო სეზონში კლუბისა და ფეხბურთელის ინდივიდუალური შედეგების საფუძველზე შესაძლოა გამოსყიდვის ვალდებულების ვარიანტი ამუშავდეს. მან ლონდონელთა მაისურით 11 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.