დეიან კულუშევსკიმ ტურინი დატოვა და ლონდონში გაფრინდა, სადაც „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
შვედ ფეხბურთელს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს და ის „იუვეს“ ფანებს დაემშვიდობა:
„იუვენტუსში“ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები“, – თქვა დეიანმა.
შეგახსენებთ, რომ კულუშევსკიმ „იუვეს“ მაისურით 2020 წლიდან 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა. ის „ტოტენჰემს“ იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდება.
#Kulusevski saluta la #Juventus: “Sono stato molto bene, spero un giorno di tornare” ✈️🇬🇧@GoalItalia pic.twitter.com/hXG40xL1hI
— Romeo Agresti (@romeoagresti) January 30, 2022