მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” 23 წლის იტალიელი მცველისთვის ბრძოლაშიც დაწინაურდა

“იუვენტუსი” 23 წლის იტალიელი მცველისთვის ბრძოლაშიც დაწინაურდა

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს და დიდი ალბათობით, ნიჭიერ იტალიელ ცენტრალურ მცველ ფედერიკო გატის გაიფორმებს.

ფეხბურთელი ამჟამად სერია B-ში, „ფროზინონეს“ ღირსებას იცავს. აქამდე მისი დამატება „ტორინოს“ სურდა, მაგრამ საქმეში „იუვე“ ჩაერთო და ბრძოლაში დაწინაურდა.

„იუვე“ მზადაა „ფროზინონეს“ 7.5 მილიონი ევრო, პლუს 2.5 მილიონი ევროს ბონუსი გადაუხადოს. გარდა ამისა, ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ფროზინონეში“ დატოვოს, რაც მეორე მხარისთვის მიმზიდველი წინადადებაა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ცენტრალურმა მცველმა 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …