ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დეიან კულუშევსკიმ დატოვოს.
შვედმა შემტევმა მასიმილიანო ალეგრი თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნა და ამიტომაც, მისი წასვლის წინააღმდეგი მწვრთნელი არაა. იტალიური მედიის ცნობით, საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარით გასხვისებაზე.
როგორც ცნობილი გახდა, კულუშევსკის „ევერტონი“ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთელმა ლივერპულურ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია.
დეიან კულუშევსკიმ მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შვედი ნახევარმცველი „იუვემ“ 2020 წელს „ატალანტადან“ 40 მილიონ ევროდ დაიმატა.