მთავარი / სიახლეები / კაპელო: “ვლაჰოვიჩი საუკეთესო ტრანსფერია, “იუვე” ჩემპიონთა ლიგაზე გავა”

კაპელო: “ვლაჰოვიჩი საუკეთესო ტრანსფერია, “იუვე” ჩემპიონთა ლიგაზე გავა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩის „იუვენტუსში“ თითქის გადაწყვეტილ ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც დამატება ახლა „იუვეს“ შეეძლო და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს.

„ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შემდეგ ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი ერთ-ერთი გუნდის ადგილს „იუვე“ დაიკავებს. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია ამ მომენტში, რომლის ყიდვა შეიძლებოდა. მან აჩვენა ტექნიკური თვისებები და ხასიათი, იცის გოლების გატანა და სრულყოფილი ფეხბურთელია. ის ყოველთვის ბურთს ითხოვს. ახლა ვლაჰოვიჩის თვისებების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის.

ის იყო მოთამაშე, რომელიც „იუვეს“ აკლდა, ახლა მორატა უფრო ფლანგზეც ითამაშებს და სივრცეებს გახსნის, მეტოქეებს ამ დუეტთან გამკლავება გაუჭირდებათ. გარდა ამისა, მეჩვენება, რომ გუნდმა იპოვა იდენტობა, იცის ერთად როგორ იტანჯობს, ყველა უკან ბრუნდება, როცა ბურთი იკარგება, რაც სეზონის პირველ ნაწილში არ ხდებოდა. ჯერჯერობით, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე ხშირად მაკკენი შედის.

ჩემი აზრით, ვლაჰოვიჩი და მორატა შესანიშნავ დუეტს შექმნიან, ვლაჰოვიჩ-დიბალაზე უკეთესს. დიბალას ხარისხი აქვს, ეს ცხადია, ვლაჰოვიჩს კი უკეთესი დარტყმა აქვს, ვიდრე მორატას, მაგრამ დიბალას მინუსი ის არის, რომ ხშირად ფორმაში არაა და სუსტადაა.

უცნაური არაა, რომ „იუვემ“ ვლაჰოვიჩი დაიმატა. „იუვე“ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს და მათ მსხვერპლი გაიღეს, რომელმაც ეს საგზური უნდა მოაპოვებინოს. სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნება? არა, სხვაობა ძალიან დიდია და „ინტერიც“ ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია „ინტერთან“ ტიტულისთვის ბრძოლა, „ნაპოლია“.

„იუვენტუსმა“ ნაბიჯი წინ გადადგა, მენტალურად გამოკეთდნენ, ვლაჰოვიჩი კარგი ტრანსფერია. ვნახოთ, წინ ჩემპიონთა ლიგაც არის, რომელიც მნიშვნელოვანი გამოცდაა“, – თქვა კაპელომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …