მთავარი / სიახლეები / “ლივერპული” დიბალას გადაბირებას აპირებს

“ლივერპული” დიბალას გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე ჯერ შეთანხმებას ვერ ახერხებს და სიტუაციას აქტიურად აკვირდება „ლივერპული“.

იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა დიბალა ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბიროს, უკანა პლანზე კი „ინტერი“ რჩება, რომელიც ასევე აკვირდება მოვლენების განვითარებას.

დიბალას ტურინული მომავალი სავარაუდოდ თებერვალში გადაწყდება, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა და აგენტი კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

როგორც ცნობილი გახდა, არგენტინელს თებერვალში ულტიმატუმს წაუყენებენ: ან ახალ კონტრაქტს გააფორმებს სეზონში 7 მილიონი ევროს ხელფასით (იგივეს, რასაც დუშან ვლაჰოვიჩი მიიღებს), ან კლუბი მას ზაფხულში უფასოდ შეელევა. დიბალა 10 მილიონს ითხოვს და თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ პაულოს ხშირმა ტრავმიანობამ და არასტაბილურმა თამაშმა კლუბის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა. ახლა გადაწყვეტილება დიბალაზე იქნება…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …