ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ინტერთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პენალტის გატანაში დარწმუნებული იყო და ამიტომაც შეასრულა.
„კრიშტიანუ მოედანზე არ იყო და მჯეროდა, რომ პენალტს გავიტანდი, ამიტომაც დავარტყი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, რთული მატჩი გახლდათ დიდ გუნდთან. გუნდურად მსხვერპლზე წავედით და როგორც გუნდმა შედეგს მივაღწიეთ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ 75 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ატალანტასთან“ გამართავს.