მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი: “პირლოს სეზონში სტაბილურობა დააკლდა”

კიელინი: “პირლოს სეზონში სტაბილურობა დააკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დამსახურებულად მოიგეს.

„ეს იყო მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იტალიის უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. კარგად ვეთამაშეთ, გუნდურად ვითამაშეთ, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად არ ხდებოდა. არაფერი მოგვიპარავს და დამსახურებულად ვიმარჯვეთ. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ცუდად ვითამაშეთ, არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ორი ტურით ადრე დავიმსახურეთ, რადგან ბევრი შეცდომა გვქონდა სეზონში, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ ხვალ კონკურენტები როგორ ითამაშებთ, ოთხშაბათს იტალიის თასის ფინალი გვაქვს, ტიტულები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

რა აკლდა პირლოს სეზონში? სტაბილურობა. ჩვენი მაქსიმუმი ზედიზედ 3 გამარჯვება იყო. პირლოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ფუნქციების პატივისცემა არსებობს. ჩვენ არასდროს მივცეთ თავს უფლებას მწვრთნელის არჩევანში ჩავერიოთ, ყოველთვის პატივს ვცემდით, როგორც მწვრთნელს. კორიდორი არ გავაკეთეთ? გვირაბში ყველას მივულოცეთ, რადგან ყველა იმსახურებდა“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ 75 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ატალანტასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …