მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 37-ე ტურში მილანის „ინტერი“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით და ხუან კუადრადოს დუბლით 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – ზოგჯერ რისკავდა ფეხით თამაშის დროს, მაგრამ ამჯერად ფატალური შედეგის გარეშე. ვესინოს დარტყმა შესანიშნავად მოიგერია.

დანილო 6.5 – ორმაგ ფაზაში ძალიან კარგად ითამაშა.

დე ლიხტი 6.5 – პენალტი მან აიკიდა, მაგრამ უფრო მეტად არ გაუმართა. გუნდი გოლისგან იხსნა ერთ მომენტში და მთელი მეორე ტაიმი დაცვაში დიდებული იყო.

კიელინი 5.5 – „მილანის“ შემდეგ „ინტერთანაც“ თამაში ჩააგდო. იტანჯებოდა 80 წუთის განმავლობაში და შემდეგ ავტოგოლიც გაიტანა. თუმცა, მანამდე პირველი პენალტი მოიპოვა.

ალექს სანდრო 6 – ჰაკიმი კარგად გააკონტროლა და კიეზას ზურგს ამაგრებდა.

კუადრადო 7.5 – კიდევ ერთხელ ის გადამწყვეტი ფიგურა იყო. მთელი სეზონია საგოლე პასებს არიგებს და ამჯერად დუბლი შეასრულა. სიურპრიზი იყო, რომ პენალტი მან შეასრულა და გაიტანა. თუმცა, კალვარეზეს გადაწყვეტილება პენალტის დანიშვნაზე სადაო იყო.

ბენტანკური 5 – ბურთი ძალიან ხშირად დაკარგა, შემდეგ გააძევეს და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

რაბიო 6.5 – ზოგჯერ ბრწყინავდა, ზოგჯერ ქრებოდა. როდესაც ის თამაშში ჩართულია, მთელი გუნდისთვის უპირატესობაა.

კიეზა 6 – ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება, ის კი შორსაა საუკეთესო ფორმისგან.

დემირალი 6 – დიდი ხნის შემდეგ თურქი მოედანზე დაბრუნდა, უფრო მეტად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.

კულუშევსკი 5.5 – დასაწყისში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა, ვერ მოქმედებს ისე, როგორც ეს საჭიროა.

მაკკენი 5.5 – მორიგი ჩაგდებული თამაში მისგან.

რონალდუ 6 – პენალტის დროს გამოჩნდა, რომელიც ვერ გაიტანა, მაგრამ დაამატა და გუნდი დააწინაურა.

მორატა 6 – ის მოედანზე მხოლოდ იმისთვის შევიდა, რომ როგორმე პრესინგი ცენტრთან ეთამაშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …