ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფილიპ კოსტიჩმა „ბოლონიასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო.
„ძალიან ბედნიერი ვარ პირველი გოლით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გამარჯვებით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ, მადლობა ვლაჰოვიჩს საგოლე პასისთვის და იმედი მაქვს, მალე მეც გავუკეთებ. გულშემატკივრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა დავივიწყოთ, რაც ბოლო თვეში მოხდა და უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვფიქრობთ“, – თქვა კოსტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.