მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი”

ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს და ჯერ გამოსასწორებელი ბევრი რამ აქვთ.

„სულისკვეთება და კომპაქტურობა მომეწონა ყველაზე მეტად, რაც გვქონდა მთელი თამაშის განმავლობაში გარდა პირველი ტაიმის ბოლო ნაწილისა. დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ თავმდაბლობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩემპიონატში სხვა გუნდებს ჩამოვრჩებით და ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ.

მილიკის ასეთ ეფექტი ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ მან კარგად იცის თამაში და შეუძლია ვლაჰოვიჩთან ერთად უკეთესადაც ითამაშოს. მნიშვნელოვანია რაბიოსა და ლოკატელის დაბრუნება, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი იქნება დი მარიას, კიეზა და პოგბას დაბრუნება. ლოკატელიმ კარგად ითამაშა, რაბიოს განსხვავებული ძრავა აქვს. ვფიქრობ, რომ ადრიენი ამ სეზონს უკეთ ჩაატარებს, მან სოლიდური თამაში ჩაატარა. მოთმინებით ვითამაშეთ, მაგრამ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია.

სატურნირო ცხრილი გვეუბნება, რომ 13 ქულა გვაქვს, სხვებს 20 ან ოდნავ ნაკლები. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და თუ კარგად ვითამაშებთ, წარმატებას მივაღწევთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ადვილი არ იქნება.

მე მიჩვეული ვარ იმ ფეხბურთელების მიხედვით შევარჩიო სქემა, რომლებიც მყავს. როცა ყველა მეყოლება, სხვადასხვა მოთამაშის ფორმის მიხედვით შევცვლი სქემას, ბევრი ცვლილების ქონა მნიშვნელოვანია. ჩემზე ჭორები? მშვიდად ვიყავი, ბიჭებს ვთხოვე კარგად ეთამაშათ და ასეც მოხდა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს, ხოლო 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …